წარმოგიდგენთ Soprano Titanium-ს

ინოვაციას ლაზერული ეპილაციის სფეროში. იგი აერთიანებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განუმეორებელ კომფორტთან. 4სმ2 დაფარვის არეალით, გაზრდილი სიმძლავრით და მოწინავე გამაგრილებელი სისტემის მეშვეობით, ის მოქმედებს გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ. პაციენტებს და სპეციალისტებს კი სთავაზობს არსებითად გაუმჯობესებულ გადაწყეტილებას. Soprano Titanium-ი ახდენს სამი მძლავრი ლაზერული ტალღის (ალექსანდრიტი | დიოდი | ნეოდიუმი) კომბინაციას, შედეგად პაციენტებს სთავაზობს სამივე სხივის შედეგს ერთ პროცედურაში.

თანამედროვე, ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ და შედეგზე ორიენტირებულ

გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად შეცვლის არსებულ ხედვას ლაზერული ეპილაციის სამყაროში!

 

რატომ Soprano Titanium ?

3D და 40%-ით უფრო სწრაფი  

გამორჩეულად გაზრდილი დაფარვის არეალი

ALMA-ს ახალი, ექსკლუზიური ბუნიკი უდაოდ ღირებული აქტივია ნებისმიერი კლინიკისთვის. განსაკუთრებულად დიდი ზომის 4სმ2 თავაკი, ინტეგრირებულია ინოვაციურ სამ სხივოვან ტექნოლოგიასთან. ამასთან, ALMA-ს ყველა ის აუცილებელი სტანდარტი, უსაფრთხოების, უმტკივნეულობის და მაღალი შედეგიანობის გათვალისწინებით შენარჩუნებულია! Quatro-ს საშუალებით ლაზერული ეპილაცია გახდა გაცილებით სწრაფი, მეტად ეფექტური და კომფორტული როგორც სპეციალისტისთვის ასევე პაციენტებისთვისაც!

 

 

ICE PlusTM

უწყვეტი კონტაქტური გაგრილება

ICE Plus არის თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აგრილებს კანს და უზრუნველყოფს ტემპერატურის კონტროლს მთელი პროცედურის მანძილზე. ცივი საფირის ზედაპირი ამცირებს ეპიდერმული დაზიანების რისკებს, შესაბამისი სითბური ეფექტის შენარჩუნებით სამიზნე ქსოვილებზე. ტემპერატურა კონტროლდება და მუშაობს უწყვეტ რეჟიმში, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პროცედურის შედეგიანობას. პაციენტებს, ახლა უკვე შეუძლიათ ისარგებლონ სრულიად უმტკივნეულო, სწრაფი და კომფორტული მკურნალობის სეანსით მთელი პროცედურის მანძილზე.


 

ორმაგი შესაერთებელი

მეტი მოქნილობა, გაუმჯობესებული ერგონომიკა!

Soprano Titanium წარმოადგენს პირველ ვერსიას Soprano-ს ხაზის ლაზერული ეპილაციის დანადგარებში, რომელიც აღჭურვილია ორი კონექტორით. ეს საშუალებას გაძლევთ ერთდროულად შეაერთოთ ორი სხვადასხვა ბუნიკი, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას სამუშაო პროცესში,  ვინაიდან თქვენ არ დახარჯავთ დამატებით დროს ბუნიკების გადაერთებისას.

 

Smart Clinic

მართე შენი კლინიკა ეფექტურად!

მაქსიმალურად გაზრდილი შესაძლებლობები

„Smart Clinic“ არის პირველი, Cloud სისტემაზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ხელსაწყო, რომელიც გთავაზობთ უწყვეტ წვდომას მონაცემებთან აპლიკაციის და ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ის უზრუნველყოფს მართვის უკეთეს პირობებს - პლატფორმის, აპლიკატორების და პროდუქტიულობის სტატუსის რეალურ დროში მარტივად და ჰარმონიულად ასახვის გზით. იგი საშუალებას გაძლევთ წვდომა გქონდეთ მონაცემებთან და მოაწესრიგოთ ისინი დროის დაკარგვის გარეშე. „Smart Clinic“ უზრუნველყოფს მონაცემების ოპტიმიზაციას და სტანდარტიზაციას, რეალურ მონაცემებზე და სტატისტიკაზე დაყრდნობით. ის, ასევე, ხელს უწყობს მარკეტინგულ გათვლებს საქმიანობის დაწყების, ახალი პროდუქტების, ღონისძიებებზე მოწვევის და სხვა ქმედებების შესახებ შეტყობინებების გაგზავნის გზით.

სინერგიული ტექნოლოგიები
საუკეთესო შედეგების მისაღწევად

TRIO - სამი სხივის კომბინაცია

Soprano Titanium აერთიანებს სამ ყველაზე ეფექტურ ლაზერულ სხივს (ალექსანდრიტი |  დიოდი | ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ ბუნიკში, თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამის შედეგად პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად მატულობს.


 

 

SHRTM (Super Hair Removal) - ეს არის მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ექსკლუზიური, დაპატენტებული ტექნოლოგია. აღნიშნული მეთოდი ფართოდ ცნობილია ბაზარზე, როგორც ყველაზე სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო ლაზერული ეპილაციის მეთოდი.

SHRTM მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კანქვეშ სითბოს თანდათანობით გადაცემაზე, იმ დონემდე სანამ ტემპერატურა ეფექტურად არ დააზიანებს თმის ფოლიკულას და ხელს შეუშლის მის ხელახალ ზრდას. ამასთან ერთად, აღნიშნული მეთოდი არის ერთადერთი გამოსავალი გარემომცველი ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მოკლე იმპულსების მაღალი სიხშირით გამოტყორცნა, უზრუნველყოფს სხივის მაღალ შეღწევადობას კანქვეშ, მაღალი თანაბარი სიმძლავრის მიღებას და სითბოს ყველაზე ეფექტურ აკუმულირებას კანქვეშ.