ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ კომპანია SANSO, მსოფლიო ბრენდ  ALMA-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. SANSO გახლავთ - საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ბაზრის აბსოლუტური ლიდერი. მსოფლიო ბიზნეს ორგანიზაციის ICC-ის წევრი. 2013-2018 წლებში ჩვენი კომპანია     ALMA-ს მიერ დასახელდა საუკეთესოდ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, შემდეგ ნომინაციებში - საუკეთესო გაყიდვების მაჩვენებელი, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობები!

,,თუ თქვენ ეძებთ საუკეთესოს, მაშინ SANSO არის ერთადერთი არჩევანი“

ALMA წარმოადგენს ესთეტიკური, სამედიცინო და ქირურგიული დანადგარების მწარმოებელ მსოფლიო წამყვან ბრენდს. ჩვენი პროდუქცია მოიცავს - ლაზერულ, ფოტო, რადიოსიხშირის და ულტრაბგერით დანადგარებს.

ALMA-ს მიზანია საუკეთესო ხარისხის, ინოვაციური, სრულფასოვანი, მრავალფუნქციური და მაღალი წარმადობის მქონე დანადგარების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ შესთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხო, სწრაფი, ეფექტური სერვისი და რაც ყველაზე მთავარია გახადოთ თქვენი ბიზნესი მეტად რენტაბელური.

SANSO გთავაზობთ:

- ინოვაციურ და ექსკლუზიურ, დაპატენტებულ ტექნოლოგიებს ALMA-სგან. დამტკიცებული CE, ISO, FDA სერტიფიკატებით და მრავალი კლინიკური და სამეცნიერო პუბლიკაციებით;

- ფასის და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას;

- სრულყოფილ ტექნიკურ მხარდაჭერას - სერტიფიცირებული ტექნიკოსთა ჯგუფი გაგიწევთ კვალიფიციურ სერვისს, როგორც საგარანტიო ასევე პოსტგარანტიულ პერიოდში;

- სრულ ფინანსურ მხარდაჭერას - ჩვენ წარმატებით გიშუამდგომლებთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან - ლიზინგი/ბანკი. ასევე გარკვეულ ჯგუფს საშუალება გექნებათ ისარგებლოთ ინოვაციური გადახდის მექანიზმით - SANSO Lease PRO;

- SANSO M&M - ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციებს მენეჯმენტისა და მარკეტინგის კუთხით

- SANSO Guides - ბიზნეს გაიდლაინები ქართულ ენაზე - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას საქართველოს ესთეტიკურ ბაზარზე;

- SANSO School - ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალის კვალიფიციურ და პროფესიონალურ გადამზადებას თითოეულ დანადგარზე;

- მაღალ კვალიფიციური მენეჯერები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში;

ჩვენ გარწმუნებთ, რომ SANSO არის საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი წარმატებისთბის!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ

www.sanso.ge